ტელევიზორს აღარ ვუყურებთო ?!

Posted on Updated on

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ბლოგზე წავაწყდი სხვადასხვა ტელევიზიების და საერთოდ ქართული სატელევიზიო სივრცის კრიტიკას.ბევრი წერს, რომ ამდენი უბედურების ყურებით დაშტერდება (ან უარეს შემთხვევაში დადებილდება) და  ტელევიზორი კარგს არაფერს მოუტანს.

ბევრმა თქვა ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებო. გასაგებია რომ რაღაც რაღაცები არ მოგწონს მაგრამ იმის თქმა რომ ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ მემგონი ცოტა არაბუნებრივი და დაუჯერებელია. დავიჯერო ვინმე “ნიჭიერს” არ უყურებს (თუ ამის დრო აქვს რათქმაუნდა)?! შეიძლება არ მოსწონდეს ესეთი წინასწარ დაგეგმილი შოუები მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას აინტერებს ამ გადაცემაში განვითარებული მოვლენები. ნებისმიერი სხვა გადაცემა ავიღოთ, თუნდაც ყველასაგან უარყოფილი ( მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რამდენიმე ბლოგზე პოსტების წაკითხვის შემდეგ) “პროფილი” რომელიც თავიდან მთელ საქართველოს მოსწონდა, ნუ მთელს თუ არა უმეტესობას მაინც ,ახლა კი ვისაც როგორ უნდა ისე ლანძღავს გადაცემასაც და წამყვანსაც. სინამდვილეში კი ამ გადაცემას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და განსაკუთრებით მაშინ როცა ისეთ თემაზეა საუბარი რომელიც მეორე დღეს ყველას პირზე აკერია გასაკიცხად.                           კარგი, ვთქვათ არ უყურებთ ამ ტიპის გადაცემებს, ისეთ სერიალებზე რაღას იტყვით როგორიც “დაკარგულები”, “გაქცევა”  ან “გმირებია”. ან ახლანდელ ქართულ სერიალებზე “გოგონა გარეუბნიდან”, “შუა ქალაქში” და სხვა. ან კიდევ იუმორისტულ შოუებზე “ვანოს შოუ”, “კომედი შოუ”, “ღამის შოუ” არც ამათ უყურებთ?                        არ იფიქროთ რომ მე ყველა ის უგემოვნო გადაცემა მომწონს რაც ქართულ ტელესივრცეში ტრიალებს. შეიძლება არ მოგწონდეს “პროფილი”,  “ყოფილი ცოლების კლუბი” , “ღამის შოუ” , კურიერის სტუდიაში გაკეთებული ახალი ამბები, მაგრამ იმის თქმა რომ ტელევიზორს არ უყურებ (საერთოდ) ცოტა არადამაჯერებელია! თანაც არ უყურებ ტელევიზორს ე.ი უყურებ კომპიუტერს და თვენი აზრით რომელი უფრო აშტერებს/ადებილებს🙂

3 thoughts on “ტელევიზორს აღარ ვუყურებთო ?!

    Tornike said:
    April 21, 2011 at 00:11

    მე მართლა არ ვუყურებ. არც “ნიჭიერი” და არც სხვა შოუ არ მინახავს და მარტო National Geographic-ს ვუყურებდი ღამღამობით, მაგრამ ეხლა აღარ მაქვს, ანუ ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ.
    კითხვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა TV უფრო დამაშტერებელია – 10-დან 8 არხი კომერციულ პროექტებზეა აწყობილი და სასარგებლოს არაფერს შეიცავს, ინტერნეტში კი შენი ასარჩევია მასალა. იმას რომ თავი დავანებოთ რომ ხალხი კომპიუტერში მუშაობს, რასაც ტელევიზორში ვერ იზამ : ))

      shakod responded:
      April 21, 2011 at 06:14

      ხომ არსებობს ისეთი გადაცემები რომელიც კომერციული პროექტია მაგრამ ამავე დროს სახალისო და საინტერესოა(ზოგიერთი). რაც შეეხება კომპიუტერს, მისი შესაძლებლობების სწორად გამოყენებასაც ხო ცოდნა უნდა?! ამიტო ზოგისთვის კომპიუტერი უფრო საზიანოა ჩემი აზრით🙂

        Tornike said:
        April 21, 2011 at 14:31

        ეგეთი გადაცემების გამო ვუყურებდი NatGeo-ს – სხვა არხებზე ვერ ვხედავ მაგ დონის საინტერესო შემეცნებით გადაცემებს.
        კომპიუტერი ზოგისთვის რა თქმა უნდა უფრო საზიანო იქნება, მე ზოგადად TV-ს და კომპის საკითხზე დავდე ჩემი აზრი : )

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s