ამერიკული TV პროგრამების ზეგავლენა ქართულ ტელესივრცეზე

Posted on Updated on

ანუ მეტნაკლებად გაქართულებული რამდენიმე ამერიკული შოუ

1.Ugly Betty – გოგონა გარეუბნიდან

ეს ორი შოუ პირველ რიგში მთავარი პერსონაჟით გავს ერთმანეთს. თავიდან უფრო მეტი მსგავსება იყო ახლა კი ნელ-ნელა ქართული ვერსია დამოუკიდებელ სახეს იღებს (მგონი) .

2. The Ex-Wives Club-ყოფილი ცოლების კლუბი

შეიძლება იმედის პროდიუსერებმა  ეს გადაცემა სხვა ქვეყნის მაგალითზე გააკეთეს მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ “შესანიშნავ” უახლეს გადაცემასაც ყოლია მისი მსგავსი- ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში . The Ex Wives Club 2005 წელს გადიოდა და ზუსტად იმავე შინაარსის იყო რაც ყოფილი ცოლების კლუბ-ს აქვს. გადაცემამ სულ რაღაც ერთი თვე იარსება. ვნახოთ რამდენ ხანს იქნება ეთერში მისი ქართული ვერსია.

3. Friends – შუა ქალაქში

ამერიკულ ტელესივრცეში ბევრი ასეთი სტილის სერიალია მაგრამ ქართული “შუა ქალაქში” ყველაზე მეტად Friends გავს რომელიც მთელი 10 წელი(1994-2004)გადიოდა NBC-ზე. იმედია “შუა ქალაქში” ამდენი ხანი არ გაგრძელდება რადგან მე პირადად (და დარწმუნებული ვარ არა მარტო მე) უკვე მომწყინდა და აღარ ვუყურებ.

4. The Ellen Degeneres Show- The ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ

უკვე ყველამ იცის ( და თვითონაც აღიარებს ) რომ ნანუკა ცდილობს ელენს დაემსგავსოს და მისი წარმატება აქ, საქართველოში გაიმეოროს და ეს გამოდის კიდეც. ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ მართლაც ერთ-ერთი მაღალრეიტინგული შოუა ქართულ ტელესივრცეში (ისევე როგორც ელენის შოუ ამერიკაში).  მსგავსება ძალიან ბევრ რამეში შეიმჩნევა თვალსაჩინოებისათვის ნახეთ ეს ორი სურათი


ახლა კი რუსთავი 2-ზე გადავინაცვლოთ

5.Good Morning America – დილა მშვიდობისა საქართველო

ზუსტად არვიცი ესეც ამერიკიდან გადმოიღეს თუ არა მაგრამ ფაქტია რომ სახელწოდება ისევე როგორც გადაცემის ფორმატი ერთნაირია!

6. American Idol – ჯეოსტარი

უკვე მე-10 წელია რაც American Idol ამერიკის ყველაზე რეიტინგულ შოუებს შორისაა. იგი ბრიტანული Pop Idol-ის ამერიკული ვერსიაა.  მის წინა სეზონებში გამარჯვებულმა მომღერლებმა ( Kelly Clarkson, Carrie Underwood , Kris Allen და სხვა) უდიდესი პოპულარულობა მოიპოვეს როგორც ამერიკაში ისე მის ფარგლებს გარეთ. ამერიკულისაგან განსხვავებით, ქართული ჯეოსტარი არ არის რეალითი შოუს ფორმატით.

7. Late Show with David Letterman – ვანო ჯავახიშვილის შოუ

სწორედ ასეთი წარმომიდგენია დაბერებული ვანო ჯავახიშვილი  :)

შეიძლება რომელიმე გამომრჩა მაგრამ ჩემთვის ყველაზე თვალში საცემი ეს 7 შოუა🙂

რაც შეეხება ნიჭიერს იგი ბრიტანული Britain’s Got Talent-ის ქართული ვერსიაა და ამიტომაც ვერ შევიდა ამ სიაში .🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s