Earth Hour დედამიწის საათი

Posted on Updated on

აქცია “დედამიწის საათი” ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათ დღეს იმართება.

“დედამიწის საათმა” 2007 წელს აიღო სტარტი ქალაქ სიდნეიში, როცა 2.2 მილიონამდე ადამიანმა და 2000-ზე მეტმა კომპანიამ ერთი საათით სინათლე გამორთეს თავიანთ სახლებსა თუ ოფისებში , რათა მხარი დაეჭირათ აქციისათვის რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არის მიმართული.             ერთი წლის შემდეგ დედამიწის საათი გახდა გლობალური მოძრაობა რომელშიც 35 ქვეყნის 50 მილიონამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ამ ერთი საათის განმვალობაში ისეთი ცნობილი ღირშესანიშნაობები  ” ჩაბნელდა” როგორიცაა: ტორონტოს სი-ენის კოშკი , ოქროს კარიბჭის ხიდი, რომის კოლოსეუმი და სხვა. აქციაში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ქვეყანა და მოსახლეობა ერთვებოდა. ასე გრძელდება დღემდე . ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათ დღეს მილიონობით ადამიანი თუ კომპანია უერთდება ამ აქციას და რთავს ელექტროენერგიას სახლებსა თუ ოფისებში.  გარდა რიგითი ადამიანებისა აქციაში ერთვება ყველა ქვეყნის დიდი ქალაქები სადაც “აბნელებენ” მთავარ მოედნებსა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.                                                                                                                                 სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება ამ აქციას.  მეც ვაპირებ სინათლის გამორთვას ერთი საათით და დარწმუნებული ვარ ეს არც თქვენ გაგიჭირდებათ, ჩვენ ხო მიჩვეული ვართ უდენობას. ასე რომ მოითმინეთ ერთი საათი და გამორთეთ დენი თქვენს სახლებში 🙂  !!!

26 მარტი (შაბათი)   20:30 საათიდან  21:30  საათამდე

დედამიწის საათი 2011

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s