დიდი თურქობა 2: ტრანსფორმაცია

იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები რომლებიც ჯერ კიდევ უყურებენ ტელევიზორს.

ჩართულს, რა თქმა უნდა.

ინტერნეტი კარგია, მაგრამ  დროის გაყვანის ტრადიციულ საშუალებაზე უარს მაინც ვერ ვამბობ.

ქართული ტელევიზია რომ ერთი დიდი სანაგვეა ეს კი ვიცოდი, მაგრამ ასე მარტივად და უცერემონიოდ თუ გამოამზეურებდნენ ნამდვილ სახეს არ მეგონა. ნამდვილი სახე კი იმაზე უარესი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდით.  გახსოვთ ალბათ, რა ამბები იყო სულ ცოტა ხნის წინ,  როცა სამი წამყვანი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში, მხოლოდ  გასული ინფორმაციის შინაარსი კი არა,  სიუჟეტების თანმიმდევრობაც კი იდენტური იყო.  ეს ამბავი მაშინდელ მთავრობას ბრალდებოდა…   დღეს კი ჩნდება კითხვა: ვინ აიძულებს ქართულ ტელევიზიებს საეთერო ბადეში თურქული სერიალების განთავსებას?  სააკაშვილი? ივანიშვილი? არა! არც ერთი და არც მეორე!  საქმე რაღაც სხვასთან გვაქვს, რაღაც უფრო ძლიერ ძალასთან. ეს ძალა კი არის- ხალხი (aka ბრბო).  დღევანდელი ქართული ტელევიზია დემოკრატიის ბრწყინვალე მაგალითია, ისინი ეთერში უშვებენ იმას რაც მასების გულს მოინადირებს და დაიპყრობს. აი, ამას ქვია ხალხის ნამდვილი მმართველობა. თუმცა ეს მმართველობა დადებითი ხასიათის რომ იყოს გაცილებით კარგი იქნებოდა.

უაზრობაა იმაზე ლაპარაკი თითქოს ვიღაც განგებ აკეთებს ისე რომ ტელევიზიებმა თურქული სერიალებით “გამოგვაშტეროს”.  შეთქმულების თეორიები საინტერესო და სახალისო თავსატეხია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის რაც ხდება სულაც არ არის შეთქმულება და მითუმეტეს სახალისო. კულტურული ექპანსიააო მეტყვით, მე კი პასუხად მოგიწოდებთ:  მოდი, ნუ დავუშვებთ ამ ექსპანსიას. ამისთვის სულაც  არ არის აუცილებელი რადიკალური ზომების მიღება.  რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ მივხვდებით, რომ ერთადერთი, ვინც რაიმე შეთქმულებას აწყობს ის ადამიანია სამეზობლოში, ტრანსპორტში, ბაზარსა თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში ტაშკირანების ოჯახის ამბებს რომ არჩევს (ხო, მეც მაქვს რაღაც ეპიზოდები ნანახი).  ქართველ ხალხს აწუხებს თურქული სამლოცველოების არსებობა, მინარეთები, მაგრამ არ აწუხებთ ის რომ იმავე რელიგიის წარმომადგენლების ერთობ თვალწარმტაც და საინტერესო ცხოვრებას სექტემბრიდან ზოგიერთი ქართული ტელევიზია ყოველ დღე და დღეში ორჯერ გააშუქებს.   თანაც, სხვები არ ვიცი და “რუსთავი 2″-ს მაქსიმალურ კომფორტში ყავს თავისი მაყურებელი-სერიალის გმირები თუ ალაჰს ახსენებენ, გამხმოვანებელი უბრალოდ ღმერთს ამბობს.

ტრანსფორმაცია ვახსენე სათაურში და ამ სიტყვაში ბევრი ვინმეს და რამის ტრანსფორმაცია ვიგულისხმე, პირველ რიგში კი ხალხის. მიმაჩნია, რომ როდესაც ქართველ ადამიანს შენივე ქვეყანაში ცხოვრებისას ტელევიზიები ამ დოზის იმპორტული ნაგვით გიჭედავენ თავს, პროტესტის სულ მცირე გრძნობა მაინც უნდა გაგიჩნდეს.  “მაესტროს” მიერ წამოწყებულ მარათონში სხვა ტელევიზიებიც რომ არ ჩართულიყვენ კიდევ ხო, მაგრამ ეს მიმბაძველობა და თან ნაგვის ბრილიანტად წარმოჩენა, თავის მოჩვენება თითქოს ტელევიზია ნამდვილ საჩუქარს უკეთებს ხალხს,  პირდაპირ მაყურებლის ღია შეურაცხყოფაა და სხვა არაფერი.  მაგრამ ამას შეურაცხყოფად ძალიან ცოტა თუ იღებს.  წარმოიდგინეთ, რას იფიქრებს საქართველოში ჩამოსული თურქი ეროვნების ადამიანი რომელიც ხედავს, რომ ყოველ დღე, ყველა წამყვან არხზე თურქული სერიალია და ხალხიც დიდი სიამოვნებით შეექცევა ამ სანახაობას.      ახლა წარმოიდგინეთ რომ თქვენ ჩადიხართ თურქეთში და ყველა არხზე ქართული სერიალებია, მაგრამ მოიცადეთ,  ეს ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია?!

გასაგებია რომ ტელევიზია ურცხვად იქცევა და საკუთარი საქმის გარდა არაფერზე ფიქრობს, მაგრამ ხალხს რაღა დაგვემართა?   იმასაც კი ვერ ვხვდებით რომ რამდენიმე დღის წინ დიდი აჟიოტაჟით დანგრეული მინარეთი, ტრანსფორმირებული სახით, უკვე დიდი ხანია ყველას გვიდგას ტელევიზორის მაგიდებზე. დიახ, ყველას პერსონალური მინარეთები გვიდგას სახლში და მოლას მოვალეობას სავაში და სხვა ცნობილი გმირები ასრულებენ.  ჩვენ საკუთარ მინარეთებს ერთადერთი ის დადებითი მხარე აქვთ რომ, როცა მოგინდება ხმას აუწევ, დაუწევ, ან სულაც გააჩუმებ (ნუ თუ სილკ ტივი გაქვს, დააპაუზებ და გადაახვევ).

პ.ს.

ამას წინათ სადღაც წავიკითხე ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოო…

About these ads

16 thoughts on “დიდი თურქობა 2: ტრანსფორმაცია

  1. ბრაზილიურ–ვენესუელურ–მექსიკური ექსპანსია რატომ არ დაიწყო ამდენ ხანს? მობეზრდა ხალხს ერთი და იმავე სისულელეების ყურება და რაღაც ახალმა მიიპყრო მათი ყურადღება,ეს სულაც არაა გასაკვირი… ეს ტელევიზიების მარკეტინგული გათვლაა რეიტინგის ასამაღლებლად და მეტი არაფერი,მოვა დრო და მსგავსი სერიალებიც წარსულს ჩაბარდება

  2. წარსულს ჩაბარდება? რაღაც არამგონია მსგავსი სერიალების კულტი საქართველოში ისე შესუსტდეს რომ წარსულს ჩაბარდეს.

    ტელევიზიების მარკეტინგული გათვლა? სწორედ ეგაა სამწუხარო, რომ ქართული ტელევიზიები რეიტინგს თურქული სერიალებით იმაღლებენ და რომ ამას ისევ ჩვენ ვუწყობთ ხელს. არამგონია ქართულ ტელევიზიებს დიდი გათვლები სჭირდებოდეთ ჩვენი გულის მოსაგებად.

    რაც შეეხება ლათინო ამერიკულ ქვეყნებს, არც მათ ტელეპროდუქციას ვწყალობ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ნებისმიერი სახის ექსპანსია, კულტურული იქნება ეს თუ ეკონომიკური, შენი კარის გოლიათი მეზობლისგან წამოსული უფრო საშიშია ვიდრე ცხრა მთას იქეთ მდებარე ქვეყნიდან.

  3. შენც მოგეხსენება,რომ დღევანდელ დღეს ტელევიზიები ერთმანეთს რეიტინგში ეჯიბრებიან და არაა გასაკვირი ნებისმიერ ხერხს მიმართონ მის ასაწევად,თუნდაც თურქულ სერიალებს,რომლებიც უფრო დამაჯერებელია და ახლოსაა ჩვენს ხალხთან ვიდრე ვენესუელური და ა.შ.
    სერიალი რომ კულტურულ ექსპანსიას ახდენდეს,მაშინ მთელ მსოფლიოში ერთნაირი კულტურა იქნებოდა…როცა რეიტინგები არსებობს და ბევრ სხვა ქვეყნებში თურქული სერიალები პოპულარულია,რატომ არ შეიძლება ქართველმა მაყურებელმაც ნახოს?

    • რა თქმა უნდა სერიალი ვერ მოახდენს კულტურულ ექსპასიას, იგი ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი თუ იქნება მხოლოდ.
      სერიალი რომ კულტურულ ექსპანსიას ახდენდეს,მაშინ მთელ მსოფლიოში ერთნაირი კულტურა იქნებოდაო ახსენე, მერედა სწორედ ერთნაირი კულტურისკენ არ მიისწრაფვის მსოფლიო? გლობალიზაცია მეტი კი არაფერია. თურქული სერიალი ისეთივე გავლენას ახდენს შენზე როგორც, მაგალითად ამერიკული “კლუბი”.
      რაც შეეხება ხალხს, ნახონ, უყურონ, არ ვუშლი(ან რა უფლება მაქვს რომ დავუშალო), მაგრამ ნუ გაიხდიან თურქული, გამოგონილი ოჯახების ამბებს საკუთარ საზრუნავად და სადარდებლად.

      • ერთნაირი კულტურისკენ მიისწრაფვის გეთანხმები,მაგრამ თურქულ სერიალებს არამგონია გლობალიზაციასთან იმდენი საერთო ჰქონდეს,ვიდრე ამერიკულ სერიალებს,თუნდაც შენ მიერ ნახსენებ ”კლუბს”, რატომ მათ პოპულარობაზე არ ღელავ და თურქული სერიალების მიმართ გამოხატავ პროტესტს? ასე იყო წლების მანძილზე ”ხუანის” და სხვების ისტორიები ხალხის სადარდებელი და ის თუ ”სავაშმა” ჩაანაცვლა სულაც არ გამიკვირდება,რადგანაც რაღაც ახალი დაინახა ხალხმა და აიტაცა,ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც,სადაც მსგავსი სერიალებია პოპულარული,მეტი არაფერი…

      • კარგი რა, შემიდარე ახლა “კლუბი” და ქართულ ტელესივრცეში გასული ნებისმიერი თურქული სერიალი. მათ მიმართ პროტესტს იმიტომ გამოვხატავ, რომ არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ და ამ მხრივ უმდაბლეს საფეხურზე დგანან.
        რაც შეეხება ხალხის მიერ ატაცებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეც მაგაშია, ასეთი დონის პროდუქციას რომ ვიტაცებთ ყველანი ასე ერთსულოვნად.
        ის ფაქტი, რომ შესაძლოა, სადღაც დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, რომელშიც თურქული სერიალები ისეთივე პოპულარობით სარგებლობს როგორც ჩვენთან, არაფრის მთქმელია, რადგან სხვების ყურება(და მითუმეტეს მიბაძვა) არც არასდროს გამოგვდგომია და არც ახლა გამოგვადგება.

  4. ვისაც-უნდა-შყტერდება.რა-პრობლემაა.ტვ-საერთოდ-არ-უნდა-უყურო.მით-უმეტეს-ქართულს.

    • პრობლემა ისაა რომ მცნება “ვისაც უნდა შტერდება” ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას მოიცავს.

  5. თვითონვე შეადარე ეს ორი მართლაც განსხვავებული სერიალი ერთმანეთს და ორივეს ჰყავს თავისი მაყურებელი,რაც არ უნდა მხატვრული ღირებულებებით განსხვავდებოდეს…
    რაც შეეხება ხალხის მიერ ატაცებას, ტელევიზორის წინ უმეტესად დიასახლისები არიან(გამონაკლისები მემგონი მარტო მე და შენ დავრჩით :დ ) ასე რომ ”კლუბის”–ნაირი სერიალებით მათ ვერ დაანტერესებ და ვერც სხვა უფრო მხატვრული ღირებულების მქონე სერიალებით,იყო ვენესუელური ჩაანაცვლა თურქულმა,მერე კიდე სხვა ჩაანაცვლებს და ასე …
    რა გამოგვადგება და რა არა მაგას რომ ვითვალისწინებდეთ ახლა უფრო წინ ვიქნებოდით,მაგრამ ამაზე უფრო დიდი შეცდომებიც დაგვიშვია სამწუხაროდ :)))

    • შეცდომა შეცდომაა, ახლა რომ პატარა ჩანს მომავალში, შეიძლება, ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინოს.
      ვიცი რომ სერიალების მაყურებლებს ტვინში ვერ ჩავუძვრები და ტაშკირანებს ვერ შევაძულებ, ამ პოსტით უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი როგორც სერიალებზე, ასევე მათი უსაზღვრო(და ფრიად უარყოფითი) გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებზე.

      • მესმის რასაც გულისხმობ…
        პ.ს. ტაშკირანებზე პოპულარული ბალდარების ოჯახია მემგონი :/ :დ

      • ხო ეგ აღარ ვიცი უკვე :დ როგორც ჩანს, შენ უფრო გათვიცნობიერებული ხარ მაგ საკითხში :დ

  6. თვალს თუ გაახელთ დაინახავთ, რომ მართლა საშინელებაა ეს ყველაფერი.
    ადმინ (არ ვიცი როგორ მოგმართო) გეთანხმები აბსოლუტურად!

    • მიხარია რომ მეთანხმები.
      მომართვის ფორმას რაც შეეხება, შეგიძლია შაკო დამიძახო :)

      • კარგი, სასიამოვნოა შენს სიმართლით გაჯერებულ პოსტზე ჩემი ფეხი შაკო!

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s