Kutaisi Rock City Festival 2013

სახელწოდება: Kutaisi Rock City Festival

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, გაბაშვილის სახელობის პარკი(იგივე გორის პარკი/პარკი გორაზე და ა.შ)

თარიღი: 18.07.13

დრო: 17:00

ამინდი: ღრუბლიანი/წვიმა

სხვა რა უნდა მომხდარიყო ქუთაისში თუ არა Kutaisi Rock City Festival რომ თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნებოდი ჩემს ბლოგს.  საკმაოდ ამბიციური სახელწოდების ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდა ქუთაისში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ამ ამბიციურობას ნამდვილად გააჩნია სერიოზული საფუძველი.

ფოტო: fb/Kutaisi Rock City Festival

ფოტო: fb/Kutaisi Rock City Festival

5 საათზე უკვე ადგილზე ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი კიდევ დიდხანს მომიწევდა ცდა. ეს “დიდხანს” არც ისე ხანრგძლივი აღმოჩნდა და ფესტივალი სულ რაღაც 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

პირველ რიგში, რაც თვალში მომხვდა და რამაც გაკვირვება გამოიწვია, იყო ჩემს წინ გადაშლილი აი ეს სურათი

IMG_0919

კონკრეტულად კი სცენის წინ ჩამწკრივებული “სკამეიკები”.   გამიკვირდა იმიტომ, რომ ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული ასეთი ტიპის კონცერტზე, მითუმეტეს საქართველოში და მითუმეტეს ქუთაისში. უფრო კარგად რომ გაგარკვიოთ გეტყვით, რომ ქუთაისში მსგავსი კონცერტი არაერთხელ ჩატარებულა და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამსწრე საზოგადოების უდიდესი ნაწილი “პროსტა ქალაქში გამოსასვლედაა” მოსული და არა მუსიკის მოსასმენად და მითუმეტეს ამ მუსიკით სიამოვნების მისაღებად. რა თქმა უნდა “სკამეიკების” დადგმით დიდი ტრაგედია არ დატრიალებულა, უბრალოდ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო ისედაც ამ მხრივ ზარმაცი სასტავის კიდევ უფრო გაზარმაცებას.

დაიწყო და ნელ-ნელა, რამდენიმე ჯგუფის გამოსვლის პარალელურად, ხალხიც ცოცხლდებოდა. მერე კი ბუნებაც გამოცოცხლდა და დაუშვა მარა რა დაუშვა.  წვიმამ დაახლოებით ისეთი სიტუაცია გამოიწვია ფილმ  Yes Man-ში რომ არის. აი, ბარის სცენა თუ გახსოვთ და მომღერალი(Zoey Deschanel), რომელმაც სცენასთან მდგარი შვიდივე მსმენელის სახელი იცის :დ  არა ისე 7 კაცზე მეტი კი დავრჩით. ზოგი სცენასთან ვიდექით და არ გვაწვიმდა, ზოგსაც აწვიმდა მაგრამ მაინც არ თმობდა პოზიციებს და რაც მთავარია არ თმობდა როკს!! (ეს ახლა ძან რაღაცნაირად გამომივიდა:დ)

გუშინდელი დღიდან ორი ფავორიტი გამომსვლელი მყავს. პირველი არის ჯგუფი The Pulse, რომელსაც მე პირადად აქამდე არ ვიცნობდი და რომელმაც უკლებლივ ყველა იქ მყოფზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

IMG_0966

მეორე კი არის პორნოპოეზია, რომელსაც ვიცნობდი და რომელიც ქართული ჯგუფებიდან ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.

IMG_0975

Kutaisi Rock City Festival 2013 იყო ძალიან მაგარი რამ ძალიან მაგარ დროს. ეს იყო მისწრება  ნაგამოცდარი აბიტურიენტების, საგამოცდო მეთორმეტე კლასელების, ქუთაისიდან ჯერ კიდევ ვერგასული ახალგაზრდებისა და ყველა იმ ადამიანისათვის ვისაც უბრალოდ უყვარს კარგი მუსიკა.

ერთადერთი რაც თავიდანვე არ მომეწონა იყო  ადგილმდებარეობა. წინა Kutaisi Rock City Festival ქალაქის შუაგულში ჩატარდა და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი შემოუერთდა სულ სხვა მიზნით რომ იყო ქუჩაში გამოსული. წელს კი, თუ არ იცოდი, რომ ამა და ამ დღეს ესა და ეს კონცერტი ტარდებოდა, ისე ვარანაირად ვერ გაიგებდი. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იმის მაგივრად წინა ფესტივალთან შედარებით მეტი ხალხი მოსულიყო, წელს გაცილებით ნაკლები მოვიდა.

კონცერტი 10 საათისთვის დასრულდა. მანამდე, მთელი 4 საათის განმავლობაში, თქვენ იქ ნახავდით უამრავ გადარეულ ადამიანს, რომლებიც რეალურად ტკბებოდნენ როკით, შეესწრებოდით პატარ-პატარა საქმის გარჩევებს და მოუსმენდით ძალიან მაგარ მუსიკას.

პირველ ფოტოზე სცენა პატარა ჩანს და ასეთიც იყო, მაგრამ სამაგიეროდ შემსრულებლებმა დაანთეს ისეთი ცეცხლი, რომ სცენის ზომა მეათეხარისხოვანი მნიშნველობის ფაქტორად იქცა.

გუშინდელი დღისთვის დიდი მადლობა ჩემგან ფესტივალის ორგანიზატორებს!  ჩემი სურვილი იქნება მომავალში Kutaisi Rock City Festival-მა გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს და ზემოთ ნახსენები ამბიციურობა სრულად გაამართლოს.

გიტოვებთ პორნოპოეზიას სიმღერით - დაუმესიჯე პრემიერ-მინისტრს LIVE @Kutaisi Rock City Festival

About these ads

2 thoughts on “Kutaisi Rock City Festival 2013

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s