ფერადი შარვლების თაობა

“ფერი ედება ბერდიას,

ფერი სხვარიგის შიშისა”

ვაჟა–ფშაველა

Capturetr

ალბათ მიხვდით სათაურის ინსპირაციის წყაროს– ტურაშვილის ჯინსების თაობა. ეს ის წიგნია ქართველ ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული რომაა და გაყიდვებში ერთ–ერთი ლიდერი დღემდე.  წიგნი, რომელიც მკითხველს აჩვენებს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების მაგალითს. შეიძლება მაშინ, იმ მომენტში ეს დამარცხებას უფრო ჰგავდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ თვითმფრინავის ბიჭებმა მაშინ შეუძლებელი შეძლეს და საბჭოთა იმპერია დაამარცხეს. ზოგისთვის გმირები, ზოგისთვის კი ტერორისტები. ფაქტი კი ფაქტად რჩება– ჯინსების თაობამ სიცოცხლე შეინარჩუნა, განაგრძო და დღემდე მოაღწია. ეს იყო ერთგვარი ჯინსების რევოლუცია.

საბჭოთა კავშირი დაინგრა. ჯინსები უზომოდ პოპულარული და ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ბოროტება და ღვარძლი კი ისევ არის გაჟღენთილი ქართველი ერის იდენტობაში.

დღეს მსოფლიო ახალმა ტენდენციამ მოიცვა– ფერადი შარვლები( ტანსაცმელი).  მსოფლიო ზოგადად გაფერადდა(ლგბთ სიმბოლოების პროპაგანდაში ნუ დამადანაშაულებთ), მთელი მსოფლიო თუ არა მისი დიდი ნაწილი მაინც.  კონკრეტულად შარვლები კი იმიტომ გამოვყავი რომ დღესდღეობით თბილისის ქუჩებში(შეიძლება სხვაგანაც) ადამიანის უფლებების შელახვისა და შეურაცხყოფის მიყენების ერთ–ერთი გავრცელებული მიზეზი და საბაბი სწორედ ფერადი შარვლის ტარებაა. როგორც ჩანს, ამ მრავალფეროვნებამ ვიღაცას შიშის გრძნობა გაუღვიძა ოღონდ ისე, რომ თვითონაც არ იცის რისი ეშინია, რას ებრძვის.

მე არ ვიცი ვინ იყო მთავარი დამნაშავე 17 მაისს განვითარებულ მოვლენებში. რა თქმა უნდა, ბრმა არ ვარ და ძალიან კარგად ვხედავდი რაც ხდებოდა, უბრალოდ არ მინდა ერთ რომელიმე მხარეს შევახოცო ხელი. ერთი კი ვიცი– ეს დღე სამუდამოდ დარჩა საქართველოს ისტორიაში როგორც სამარცხვინო ფურცელი. ეს იყო ერის თვითმყოფადობის გამოხატვის უნიჭო მცდელობა. ამ დღის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს ვიცხოვრო თეოკრატიულ ქვეყანაში!   მე ვერ დავაყებებ კონსტიტუციაზე მაღლა რელიგიურ დოგმებს, რადგან მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ კონსტიტუციაა  სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გარანტი. ეს დოკუმენტი კი სიტყვის, გამოხატვისა და ბევრი სხვა რამის თავისუფლებას გვაძლევს. მაგრამ ამასთანავე გვიკრძალავს სხვისი უფლებების შელახვას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ:  ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება შენი.  17 მაისს კი ყველაფერი დავინახე ამ პრინციპით მოქმედების გარდა.   ჩემთვის სულერთი არ არის რას იტყვის ევროკავშირი, გაერო და ა.შ.  ჩემი აზრით საქართველო ახლა ისე ახლოსაა ევროპასთან და ზოგადად დასავლეთთან როგორც არასდროს.  ჩვენი ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ დასავლეთისაკენ მუდმივი სწრაფვა ოდითგანვე მოგვდევს, იქნებოდა ეს ბიზანტიის შემთხვევა, საფრანგეთი თუ სხვა. დღეს კი, იმის მაგივრად, რომ დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციას ყველანაირად ვუწყობდეთ ხელს, პირიქით ვმოქმედებთ და ამით ვიღაცის წისქვილზე ვასხამთ წყალს.

მესმის იმ ადამიანების რომლებსაც ქვეყნის ეროვნულობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ მათთან ბოდიში მომითხოვია და დღეს, გაცხოველებული გლობალიზაციის ხანაში, ერი რაღაც დათმობებზე თუ არ წავიდა, საკუთარი ნაჭუჭიდან თუ არ გამოძვრა, ისე არსებობა შეუძლებელი გახდება. მაშინ უნდა დაუპირისპირდე გლობალიზაციას, დაუპირისპირდე რადიკალური გზებით. ასე კი ისეთი ქვეყნები მოქმედებენ, რომელთა მიბაძვა არაფერში გამოგვადგება.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აჟიტირებულნი ეწევიან ძალადობის პროპაგანდას: ნუ ისაუბრებთ მთელი ერის სახელით!!!

მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს გარემოცვაში, როგორც რეალურში ისე ვირტუალურში, არსებობს ხალხი, რომელიც ადამიანების დიფერენციაციას შარვლის ფერის, თმის სიგრძისა და სხვა მსგავსი პრიმიტიული ნიშნის მიხედვით არ ახდენს. მათი უმეტესობა ახალგაზრდაა, ეს კი იმის იმედს მიტოვებს, რომ საქართველოში, სულ მალე, პროგრესულად მოაზროვნეთა რაოდენობა საგრძნობლად გადააჭარბებს რეგრესულად მოაზროვნეთა რიცხვს.

რა ბედი ეწევა ფერადი შარვლების თაობას?    ამას ალბათ დრო გვიჩვენებს… ;)

About these ads

One thought on “ფერადი შარვლების თაობა

  1. ევროპა, კარები იკეტება შემდეგი სადგური ირანი. კარგია ირანი ბოლო სადგური, რომ არაა.

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s