თამარ მეფე: გამოუსწორებელი შეცდომები

aikyo

ქართველ ხალხს არცერთ მეფეზე იმდენი ლექსი არ გამოუთქვამს, რამდენიც თამარზე გამოთქვა. არცერთი მეფის იმდენი სასწაული არ დაუჯერებია, რამდენიც თამარისა დაიჯერა…

„ბრმაშობილმან ბრმადვე წარვლო“, ბრმად დაბადებული ბრმადვე მოკვდა, ასე ითქმის მასზე, ვისაც თამარის მშვენება თავისი თვალით არ უხილავსო.

პოეტები ეძებენ სიტყვას,რომლითაც თამარის თამარობა გამოითქმება:

მეფეთ მეფეო, ამბობენ, მაგრამ მეფეთა მეფობა თამარისათვის ცოტაა.

დედოფათ დედოფალიო… თამარისათვის ესეც ცოტაა.

მზე იგი მზეთა, ნათელი ნათელთა..ესეც და ესეც ცოტაა, ეცოტავებათ და კიდევ ეძებენ.. /თ.წოწონავა/

მაგრამ…

თამარის მმართველობის ეპოქას კარგად თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ მედალს თამარის შემთხვევაშიც კი ორი მხარე ჰქონდა და რომ მეფეთა მეფემ, მზეთა მზემ და  დედოფალთ დედოფალმაც კი შეიძლება შეცდომები დაუშვას, თანაც გამოუსწორებელი. ერთ–ერთი ასეთი შეცდომა იყო მისი პოლიტიკა დაპყრობილი ტერიტორიებისადმი. არაქართველი მოსახლეობის მიწა–წყლის შემოერთებასთან ერთად მათი სახელმწიფოებრივი მოწყობის წესიც უნდა დადგენილიყო. ამ მხრივ საქართველოში ორგვარი გზა არსებობდა: ან უშუალო შემოერთება და სახელმწიფო საზღვრებში მოქცევა(რაც მათზე საქართველოში არსებული ყველანაირი წესისა თუ კანონის გავრცელებას გულისხმობდა) ანდა ყმადნაფიცობისა და ვასალური დამოკიდებულების დამყარება. თამარ მეფე ხშირად სწორედ ამ უკანასკნელს მიმართავდა და ამის გამო იზრდებოდა ვასალი, ყმადნაფიცი ქვეყნების რიცხვი საქართველოს ტერიტორია კი იგივე საზღვრებში რჩებოდა. ამან უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრიობას თამარის შემდგომ პერიოდში, როცა მონღოლების შემოსევებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ.  შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დღევანდელი გადასახედიდან ამ ყველაფრის განსჯა ძალიან მარტივია, მაშინ კი ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა.  ვფიქრობ, რომ თამარ მეფეს და მის გარემოცვას წინ ჰქონდათ თამარის დიდი ბაბუის , დავითის გამოცდილება. საჭირო რომ არ ყოფილიყო, დავითი დაპყრობილ ქვეყნებს საქართველოს უშუალო საზღვრებში არ მოაქცევდა. მან იცოდა, რომ ასე გაცილებით ძლიერი კონტროლი ექნებოდა მათზე და აუტკივარი თავის ატკივება აღარ დასჭირდებოდა.  და რადგანაც ისტორია წარსულთან უწყვეტი დიალოგია და საუკეთესო საშუალებაა მომავლის დასაგეგმად, ვფიქრობ, თამარს შეეძლო ეს გამოცდილება გაეთვალისწინებინა და დავითის მიერ თავიდან აცილებული შეცდომა თვითონ აღარ დაეშვა.

XIIს–ში და XIII საუკუნისის 10–იან წლებამდე საქართველოს სამეფო კარზე ვაზირი მხოლოდ ერთი იყო – მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. XIII საუკუნეში  კი ვაზირი ეწოდებოდა უწყების გამგებელ სხვა უხუცესებსაც.  ამავე საუკუნის 10-იან წლებში საფუძველი ეყრება სავაზიროს. ეს მოვლენა დაკავშირებული იყო ათაბაგის ინსტიტუტის შემოღებასთან. ათაბაგობის დაწესება მწიგნობრათუხუცეს–ჭყონდიდელის თანამდებობის წინააღმდეგ დიდებულთა ბრძოლის ლოგიკური შედეგი იყო. მეფე თამარი, უკვე მერამდენედ , დიდებულთა გავლენის ქვეშ მოექცა და შესაძლებლად ჩათვალა ათაბაგის ინსტიტუტის შემოღება. ეს თანამდებობა მან ივანე მხარგრძელს უბოძა.  მხარგრძელის მიერ მიღებულ თანამდებობას მკვეთრად განსაზღვრული შინაარსი ჰქონდა–იგი მეფის მემკვიდრის მეურვედ უნდა მივიჩნიოთ და როგორც ჩანს, სამოხელეო წყობაში განსაზღვრული რანგი ჰქონდა მინიჭებული. ათაბაგი „დიდი და საპატიო“ მოხელეა. მეფის მიერ მოწვეული საგანგებო თათბირის დროს ათაბაგის ადგილი განსაზღვრულია „ჭყონდიდელის ქვემოთ“ ამირსპასალართან ერთად.

დიახ, სწორედ ეს თანამდებობა იყო თამარის კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა– ყოველთვის  იქნებოდა კი მსგავსი მნიშვნელობის მქონე თანამდებობაზე  მხარგრძელისნაირი ღირსეული პიროვნება?  თამარის მეფობის დასასრულს თანდათან გამოიკვეთა და არსებითად ჩამოყალიბდა ახალი ვაზირის თანამდებობა, რამაც დასაბამი მისცა მწიგნობართუხუცესის თანამდებობის ერთგვარ დაქვეითებას. ამგვარად, თამარის მეფობის ბოლო წლებში სამეფო ხელისუფლების ერთგვარი შესუსტების ტენდენცია შეიმჩნევა. აქ შეგვიძლია კიდევ ერთი პარალელი გავავლოთ დავით აღმაშენებელთან, რომელმაც მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის თანამდებობის შემოღებით იქამდე ურჩ ეკლესიაზეც კი მოიპოვა გარკვეული გავლენა და სამეფო ხელისუფლება ერთიორად გააძლიერა. თამარმა კი, ათაბაგის დასმით სამეფო ხელისუფლების რამდენადმე შესუსტება გამოიწვია.

ჩემი აზრით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება, თუ  თამარ მეფეზე საუბრისას მის მთელ რიგ ღირსებებთან ერთად მსგავს ფაქტებსაც აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი საუბარი მხოლოდ და მხოლოდ თავის წარმოჩენის ხასიათს არ ატარებს.

About these ads

5 thoughts on “თამარ მეფე: გამოუსწორებელი შეცდომები

  1. მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

  2. გეთანხმები ნამდვილად, სანამ ქება–დიდებას უსასრულოდ გავაგრძელებთ ეს შედეგები უნდა გავითვალისწინოთ :)) რა თქმა უნდა მისი დრო ოქროს ხანა იყო მართლაც რომ ქართველთათვის,მაგრამ დაშვებულმა შეცდომებამ შთამომავლობის დროს უწია სამეფო კარს,,ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მედალს ორი მხარე აქვს და მეფის უსაზღვროდ ქებით ცაში აყვანა ალოგიკურია, როცა ასეთი წვრილმანები მაინც ხდებოდა და მერე უდიდესი პრობლემები შეუქმნა საქართველოს :))

  3. ჯეერ ერთი თამარიი ქალი იყო და ბევრ ნუ მოვთხოვთ, მეორეც არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც შეცდომებს არ უშვებს რა დავითს არ დაუშვია შეცდომა? ძალიან რთულია ასე განსჯაო გიწერია მართალია ძალიან რთულია კი ოქრის ხანა იყო მაგრამ ოქრის ხანას დიდი ყურადღების მიქცევა უნდა ზოგს შეიძლება ვერ შეენარჩუნებია მეფე ქალი თამარი აფხაზთა რანთა კახთა სომეხთა რა ადვილია დაიმორჩილო თამარმა შეძლო და უძლიერესი მეფეც იყო ჩემი აზრით ნუ ყველას თავივისი აზრი აქვს მაგრამ თამარს ასე საქართველოში რომ არ დაემსახურებინა არავინ გაადიდებდა ) აკაკი ილია გალაქტიონი რომელიმე მაინც დააფისქსირებდა ასეთ აზრს მაგარამ როორც ხედავთ არა რადგან თამარი უდავოდ დიდი მეფე და ადამიანი იყო…

    • სექსისტური გამონათქვამია – “ქალი იყო და ბევრს ნუ მოვთხოვთ”!!!

  4. გეთანხმები, უდავოდ დიდი მეფე და ადამიანი იყო. ხალხის მიერ მისი განდიდებაც სწორედ მისი ქალობის მიუხედავად ამ ფაქტორების შენარჩუნებამ გამოიწვია. მაგრამ შენივე ნათქვამს დაგიპირისპირებ– “არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც შეცდომებს არ უშვებს” . მინდოდა სწორედ იმ შეცდომებისთვის გამესვა ხაზი, რომლებიც ამ ადამიანმა თავისი მმართველობის პერიოდში ნებით თუ უნებლიედ დაუშვა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ კარგი მხარის წარმოჩენა არასწორი საქციელია.
    აკაკის, ილიასა და გალაქტიონის მიერ ასეთი აზრის არ დაფიქსირება არ ნიშნავს იმას რომ ამ აზრს არსებობის უფლება არ აქვს ან იმას რომ მას სხვა ვერ დააფიქსირებს.

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s