“მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.” – ნიკოლო მაკიაველი
მოკლედ, პირდაპირ გეტყვით – დაივიწყეთ ყველა სურვილი, ოცნება და გეგმა რომელიც 2013 წლისთვის გქონიათ, რადგან ყველანაირი უბედურება რაც კი 21 დეკემბრის შესახებ ოდესმე გსმენიათ და გაგიგიათ სიმართლეა! თავის სანუგეშებლად ის ფაქტიღა დაგრჩენიათ, რომ ამ დღეს თქვენთან ერთად მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დაიღუპება(ნუ უდიდესი ნაწილი მაინც). ასე რომ თქვენ მარტო არ ხართ!
პრინციპში, რა გიკვირთ, მგონი უკვე საკმაო დრო გავიდა რაც ამ ქვეყანაზე ადამიანი არსებობს. დინოზავრები გადაშენდნენ და ჩვენ რა, წითელი კვერცხები ვართ?! ხოდა ყველაფერი ძალიან მარტივადაა. დედამიწის ერთი გადატრიალება და უალა.. აღარ ვარსებობთ. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ(!)
ასეა თუ ისე, ეს გარდაუვალია. არაფრის შეცვლა არ შეიძლება და ჯობია დარჩენილი დრო (რომელიც ძალიან მცირეა) იმის გაკეთებაში გამოიყენოთ, რასაც აქამდე ვერ (ან არ) ბედავდით. ან დაჯექით, კომპიუტერში გადმოიწერეთ 21 დეკემბრის მოვლენების თემატიკის ფილმები(თუ ვერ აარჩევთ მე მითხარით და დაგეხმარებით) და თავის გადარჩენის გზები დაამუღამეთ.
წარმატებებს გისურვებთ! შევხვდებით ჩემთან- ჯოჯოხეთში.
ჯერ ერთი პირდაპირ 21–ში არ მოხვდები ჯოჯოხეთში მართლაც რომ მოხდეს რამე და ნუ აშინებ ხალხს! ეს უფლის გადასაწყვეტია და ასეთ შემთხვევაში გთხოვ ნუ გათვლი წინასწარ ნურაფერს
ნუ შენ თუ მთხოვ მაშინ კაი მასე ვიზამ :დ
მარა ეს ყველაფერი მართლა მოხდება და საჭიროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ!
კიდევ ერთხელ გეტყვი რაც არ იცი ნუ ამბობ
gakliatqva
ერთი დღეც და ნახავ თუ მაკლია!
რასაც არაფერი ეშველება წინასწარ ნუ ინერვიულებთ
“თავის გადარჩენის გზები დაამუღამეთ.”-მომეწონა
სანერვიულო რა არის, ჯობია სიმართლეს შევეგუოთ, მითუმეტეს რომ რამდენიმე საათიღა დარჩა აღსასრულამდე
გადავრჩიიიით : )
ამ ეტაპზე კი გადავრჩით, მაგრამ ყველაფერი წინაა
)