საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის შემდეგ კიდევ ერთი ქვეყნისგან მიიღო საინტერესო შემოთავაზება. ნაურუს პრეზიდენტი სპრენტ დაბვიდო აცხადებს, რომ სააკაშვილი მისთვის სამაგალითო ლიდერს წარმოადგენს და სურს თავისი პოსტი მას დაუთმოს– “აქამდე არ შემეძლო სააკაშვილისადმი ჩემი სიმპატიები ასე დაუფარავად გამომეხატა, მაგრამ დღეს, როცა ნაურუელების თვითშეგნება ერთიორად გაზრდილია, რუსეთის ფული ჩვენ ვეღარ გაგვაჩუმებს!” დაბვიდოს მიაჩნია, რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემთხევაში ”ნაურუში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, გაქრება კორუფცია, წამოვა ინვესტიციები და იქნება წესრიგი”.
მოგეხსნებათ ნაურუ ერთ–ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ამ თემაზე შემდეგი განცხადება გაკეთდა:
“ვაპირებთ შევცვალოთ ჩვენი პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპერების საგნად ქცეული ტერიტორებისადმი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ბატონი მიხეილი ჩვენს წინადადებას მიიღებს” – განაცხადა ნაურუს ძალიან პატარა პარლამენტის ხუთკაციანი უმრავლების დავმჯდომარემ.
“მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის კანდიდატურა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველანაირად ვეცდებით მას აქ სამაგალითო პირობები შევუქმნათ, ბატონ მიხეილს მოუწევს ნაურუში მოღვაწეობის პერიოდში ჩვენი ერის ეროვნული ტანისამოსი ატაროს” –განაცხადა ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა კირენ კეკემ.
სააკაშვილის პოზიცია ჯერ–ჯერობით უცნობია. კომენტარი არ გაუკეთებია არც პრეზიდენტის პრესცენტრს და არც ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმომადგენელს.






